1. პროექტის სახელწოდება-,,მე და ჩემი სკოლა"
2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეებში სოციალური, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება. ამ მიზნით შექმნილი სხვადასხვა ტიპის აქტივობები და მოსწავლეთა ჩართულობა საერთო ინტერაქტივში.
3. პროექტის აქტუალობა
თანამედროვე განათლების სივრცეში სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებული განხორციელებისა და მოსწავლეთა სოციალიზაციისათვის ერთ-ერთ უპირველეს საკითხად დგას მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო შემოქმედებით,შიდა და გარე სასკოლო ურთიერთობებში.
მიმდინარე პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აღიქვამს მოსწავლე საკუთარ ადგილს ამ ურთიერთობებში.
4. პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას, მათ პიროვნულ ურთიერთობებს და პოზიტიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებში მიზნობრივად განხორციელებული სასწავლო აქტივობები, თითოეულ მათგანში შექმნის სკოლის,როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის განცდას და საბოლოოდ ეს პროცესი იქნება საუკეტესო წინაპირობა ტოლერანტი და ზოგადსაკაცობრიო იდეალების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
5. მონაწილეთა ასაკი
პროექტში მონაწილეობენ პატარზეულის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები.
6. პროექტის ხანგრძლივობა
პროექტის განხორციელება გაწერილია ერთი სასწავლო წლის მანძილზე
7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია უპირველესად ადამიანური რესურსი (მასწავლებელი-მოსწავლეები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები და სხვა.)
მატერიალური რესურსები: ბიბლიომასალა, საკანცელარიო მასალა,აუდიო და ვიდეო მასალა,საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებები.
8.პროექტის მსვლელობა:
ნაბიჯი I-გონებრივი იერიშის საშუალებით სასკოლო-სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით მასწავლებელი ცდილობს გაიგოს ფორმალური გარემოს რა ეტაპზე იმყოფება მოსწავლე, როგორ აღიქვამს მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა გამოვიყენოთ კითხვარები მშობლებისთვისაც, (ამით ხელს შევუწყობთ მშობელთა პედაგოგოზაციასაც)
ნაბიჯი II-მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ქმნიან მოკლე ტექსტებს და ვიზუალურ მასალას თემის ,,მე და ჩემი სკოლა" ირგვლივ.
ნაბიჯი III-მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით განაწილდებიან ჯგუფებში და ირჩევენ მათთვის ყველაზე საინტერესო საკითხს თემისათვის ,,როგორი სკოლა მინდა მქონდეს."
ნაბიჯი IV-ჯგუფიდან თითო პრეზენტატორი მოკლედ ისაუბრებს მიღებული საერთო დასკვნების შესახებ.
ნაბიჟი V-მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად გეგმავს შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას უკვე არაფორმალურ გარემოში.
9. წინასწარი ცოდნა
მოსწავლეთა ინტერაქტივისა და აქტივობების საშუალებით მასწავლებელი თავს უყრის მოსწავლეებში არსებულ ინტელექტუალურ რესურსს-წინარეცოდნას. ამით ხელს უწყობს ახალი ინფორმაციების განმტკიცებას, გაანალიზებას და გამოყენებას.
10. პროექტის ხელმძღვანელი-ბაბულია ბილანიშვილი
პატარძეულის საჯარო სკოლის დ/კლასის მასწავლებელი.
11. ელ.ფოსტა-bbilanishvili@gmail.com